პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის ორ ახალ კანდიდატურას 31 აგვისტომდე წარადგენს
საქართველოს მთავრობა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის ორ ახალ კანდიდატურას 31 აგვისტომდე წარუდგენს.
მთავრობის შესაბამისი დადგენულების თანახმად, ასევე დამტკიცდა კანდიდატურების შერჩევის წესი.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატები 35-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები უნდა იყვნენ. როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ შერჩევის წესშია მითითებული, კანდიდატს მოეთხოვება
ა) სრულყოფილად ფლობდეს სახელმწიფო ენას;
ბ) კარგად ფლობდეს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული; ცოდნის მინიმუმ B1 დონე ევროპული სტანდარტით);
გ) სრულყოფილად ფლობდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) სრულყოფილად ფლობდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას;
ე) აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან იყოს აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნე;
ვ) ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
ზ) ჰქონდეს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.
ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის ფლობა მოცემული კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება.
მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურას სპეციალურად შექმნილი სამთავრობო კომისია ჩაატარებს და მთავრობას 5 კანდიდატს წარუდგენს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარსადგენად, მთავრობა შეარჩევს 5-დან 2 კანდიდატს,რომელთაგან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის, ან ორივე უნდა იყოს ქალი.
თუ მთავრობა არ მოიწონებს არცერთ კანდიდატს, კომისია შერჩევის პროცესს ხელახლა დაიწყებს,პროცედურა განმეორებით იწყება 1 კანდიდატის მოწონების შემთხვევაშიც,მეორის გამოვლენამდე.
დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა, მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის ორ ახალ კანდიდატურას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარუდგენს არა უგვიანეს 2017 წლის 31 აგვისტოსა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


