სამართალი
საქართველოს მთავარი პროკურორი ბელორუსიის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ბელორუსიის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ივან ნოსკევიჩს შეხვდა.
მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები - მამუკა ვასაძე და გიორგი გოგაძე. ბელორუსიის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის დელეგაციის წევრები: საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი გაიდუჩიონოკი, საგამოძიებო კომიტეტის საერთაშორისო-სამართლებრივი განყოფილების უფროსი მიხაილ ვავულო და საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი საგამოძიებო პრაქტიკის ანალიზის განყოფილების განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ნიკოლაი ბუშკევიჩი.
შეხვედრის მიმდინარეობისას ირაკლი შოთაძე სტუმრებს საქართველოს პროკურატურის განვითარების 2017-2021 წლების სტრატეგიაზე, საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტებსა და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. დელეგაციის წევრებს ასევე საქართველოს პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებზე და უწყებაში დანერგილი სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია, რაზეც სტუმრებმა ინტერესი გამოხატეს და მომავალში აღნიშნული პროგრამის უფრო დეტალურად გაცნობის სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


