პოლიტიკა
საქართველოს მთავარი მიზანი ისეთი მოკავშირის შეძენაა, რომლებიც მისი დაცულობით არიან დაინტერესებული - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოსა და ემირატების პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აბუ დაბიში, ემირატების სტრატეგიული კვლევების ცენტრში, საჯარო ლექციის წაკითხვისას.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მთავარი მიზანი მეტი მეგობრისა და ისეთი მოკავშირის შეძენაა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პატარა ქვეყნის უსაფრთხოებით და დაცულობით.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და იმ შესაძლებლობებზეც ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მეზობლებს და პარტნიორებს აძლევს.
"განვითარების და აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან პარტნიორების მოზიდვის პარალელურად, ჩვენ გავზარდეთ იმ სახელმწიფოების რიცხვი, რომლებიც ძალიან დაინტერესებულნი არიან რეგიონისა და ჩემი ქვეყნის სტაბილურობით. 2019 წელს განვახორციელებთ წამყვან პროექტს, რომელიც დაიწყება ბაქოდან და დამთავრდება იტალიასა და საბერძნეთში და რომელიც გააჩენს ენერგეტიკულ შესაძლებლობებს სამხრეთ ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვეყოლება მეტი მხარდამჭერი და მეტი მეგობარი.
აქტიურად ვცდილობთ, რომ უფრო მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ ამ ახალი შესაძლებლობით. ნათლად ვხედავ იმ საკითხებს, რომლებიც შეგვიძლია, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ - შეგვიძლია, ლოჯისტიკის საკითხების გაზიარება, ასევე, თუ როგორ შეიქმნას ჰაბი, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო შესაძლებლობების კონცენტრირება ხდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა. მისივე თქმით, მართალია, საქართველო სამნახევარმილიონიანი პატარა ქვეყანაა, მაგრამ საქართველოში ინვესტირება ნიშნავს ინვესტირებას იმ ბაზარზე, რომელსაც გააჩნია თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, თურქეთთან, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებთან და ჩინეთთან. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მათთვის მთავარ, გლობალურ ეკონომიკებთან დამაკავშირებელ კარიბჭეს ხსნის.
გიორგი მარგველაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტით, პირველ ლედისთან - მაკა ჩიჩუასთან ერთად, 10 აპრილს ჩავიდა.
ვიზიტის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ურთიერთობის გაღრმავებაა.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


