უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 ივნისი, 2017 16:15
font-size

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ მოსამართლეების მიერ ორგანიზაციის დატოვების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ასოციაცია - „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ ეხმიანება მოსამართლეების მიერ ორგანიზაციის დატოვების საკითხს.

როგორც „საქართველოს მოსამართლეთა ერთობაში“ აცხადებენ, 30 მაისს, ასოციაციის მიერ გამოქვეყნდა განცხადება, სადაც შეფასებული იყო თუ რა სტანდარტი აქვთ დადგენილი საბჭოს წევრებს კანდიდატთა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შეფასებისთვის.

,,ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული მოსაზრებები არა მარტო მოსამართლეებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილია და ეს შეფასებები გაკეთებულია არაერთ საჯარო გამოსვლასა თუ განცხადებაში, მათ შორის შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის 2016 წლის აგვისტოს განცხადება.

30 მაისს გავრცელებული განცხადება, ისევე როგორც სხვა განცხადებები, გავრცელდა ნამდვილად წევრებთან შეუთანხმებლად, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ, რომელიც წესდების თანახმად წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას, იხილავს ორგანიზაციაში არსებულ პროექტებს და მის ძირითად მიმართულებებს.

ორგანიზიაცია წარმომადგენლობით მართვაზეა დაფუძნებული და განცხადების შინაარსს დაეთანხმა გამგეობის ყველა წევრი. ის რაც მოხდა გუშინ, არის ლოგიკური გაგრძელება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და დადასტურება იმ სამწუხარო რეალობისა, რომ სასამართლო მოწყდა საზოგადოებას და მის სადავეებთან მყოფი პირები ცდილობენ სრულად ჩაახშონ იქ არსებული განსხვავებული აზრი.

გუშინდელი წევრთა განცხადებები არის მათი უფლება და ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ დააკმაყოფილა ისინი სასწრაფო რეჟიმში, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა სასამართლოში არსებული ვითარების გამო საკითხის სწრაფი გადაწყვეტა მნიშვნელოვანი იყოს მათთვის. ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ გამორიცხავს რომ შესაძლოა სხვა წევრებმაც დატოვონ ასოციაცია.

ორგანიზაციის გამგეობა გასულ წევრთა ვერც ერთ მათ ბრალდებას ვერ მიიღებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ განცხადების პათოსს და შინაარსს ორგანიზაციის ყველა წევრი ეთანხმებოდა მთელი ოთხი წლის განმავლობაში და არავის გამოუთქვამს აზრი პრიორიტეტების ცვლილებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე, კრებებზე ან პირად საუბრებში, ხოლო წესდებით დადგენილი მმართველობითი ფორმა ყველა წევრისთვის ცნობილია.

ორგანიზაციის წევრობა ნებაყოფლობითია და ყველას შეუძლია საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა. ორგანიზაციის არსებობის მანძილზე ამ ნების გამოხატვაში არასდროს არავინ შეზღუდულა. ასოციაციის დაარსებიდან მხოლოდ ერთმა წევრმა დატოვა ორგანიზაცია. ასოციაცია მიიჩნევს, რომ ეს მისი უფლება იყო და პატივს სცემს გადაწყვეტილებას.

ორგანიზაცია ამ ეტაპზე აგრძელებს საქმიანობას ჩვეულებრივ რეჟიმში, მიუხედავად წევრთა რაოდენობისა, გრძელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტ პროლოგის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომლის ფარგლებშიც ასოციაცია კვლავ გააგრძელებს მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნა დაწინაურების პროცესის ანალიზს და მნიშვნელოვან სიახლეებს შესთავაზებს ხელისუფლებას და ფართო საზოგადოებას სასამართლოს რეფორმირების საკითხზე’’, - ნათქვამია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის’’ განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი