პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ცვლილებებით პირადად თეა წულუკიანია დაინტერესებული - ანა ნაცვლიშვილი
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გრძელდება პოლიტიკა, რომელიც პრეზიდენტის შეკვეცილ უფლებამოსილებას კიდევ უფრო ამცირებს.
ნაცვლიშვილისთვის მიუღებელია, რომ პრეზიდენტს ერთმევა უფლება, დანიშნოს კომისიის თავმჯდომარე, რომლის მოვალეობაა, მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა პრეზიდენტისთვის.
„თავად კონსტიტუციური ცვლილების სულისკვეთებას მივესალმებით, თუმცა ხდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შემცირება. ჩვენთვის მიუღებელია, რომ პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუცია განსაზღვრავს როგორც ერთადერთ სუბიექტს, რომელიც მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, ერთმევა შესაძლებლობა, დანიშნოს იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა უნდა მოუმზადოს პრეზიდენტს, მიანიჭოს თუ არა მოქალაქეობა ამა თუ იმ პირს. ერთმევა შესაძლებლობა, ამ კომისიის საქმიანობა საკუთარი აქტით დაარეგულიროს და მუშაობის წესებს თავად კომისია დაარეგულირებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომელთაც აქამდე შესაძლებლობა ჰქონდათ განსაკუთრებულ შემთხვევებში პირდაპირ პრეზიდენტისთვის მიემართათ და დრო დაზოგილიყო, ახლა ეს პირდაპირი მიმართვის შესაძლებლობა იკარგება. არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ინტერესებშია, რომ ესა თუ ის სპორტსმენი იყოს ჩვენი გუნდის წევრი და მნიშვნელოვანია, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ცვლილებები პირადად იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინტერესებში შედის.
„„თუ გავიხსენებთ არცთუ შორეულ პრეისტორიას, იყო ძალიან დაძაბული და სამარცხვინო პოზიციონირება, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს ჰქონდა და ის კომისიას ებრძოდა. იქამდე მივიდა მისი ბრძოლა, რომ იუსტიციის სახლიდან გამოასახლა ეს ადამიანები და არ აძლევდა კომისიას იუსტიციის სახლში მუშაობის შესაძლებლობას, რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრება და არა მისი კერძო საკუთრება. საბოლოოდ, ის იძულებული გახდა, კომისია იუსტიციის სახლში შეეშვა. არის მთელი პრეისტორია, თუ როგორ იყო უკმაყოფილო იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტის ხელში არსებული უფლებამოსილებებით. ის ერჩოდა კომისიას, ერჩოდა პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ კანონით განმტკიცდეს მისი ეს მიმართება კომისიასთან“, -დასძინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
ნაცვლიშვილს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე. მისი თქმით, აბსოლუტურად არაარგუმენტირებული იყოს ის პრეტენზიები, რომელიც გამოითქვა პრეზიდენტის გარკვეული უფლებამოსილებების ხელოვნურად შეზღუდვასთან დაკავშირებით.
„კომისია არ ნიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის ფრთის ქვეშ უნდა იყოს. ეს სავალდებულო პირობა არაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


