პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეობის მიღების საგამონაკლისო წესი რთულდება - გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს მოქალაქეობის მიღების საგამონაკლისო წესი მკაცრდება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
აბაშიშვილის განმარტებით, კრიტერიუმების გართულება უკავშირდება საქართველოს მოქალაქეობის მიღების გაზრდილ მოთხოვნაზე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ.
აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ საკითხზე კონსულტაციებს გამართავს იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
„არსებული სტატისტიკის თანახმად, სულ უფრო მზარდი ხდება იმ პირთა რიცხვი, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით სურთ. პირველ სექტემბრამდე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება საკმაოდ ლიბერალური ხასიათს ატარებდა, თუმცა ახალი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა განსაკუთრებით მოთხოვნადი ხდება, საჭიროა, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა და მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით მიდგომების სრულყოფა და დახვეწა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან კიდევ უფრო მეტად იხვეწება მიდგომები საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი თვლის, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრების ჩართულობა მოქალაქეობის მინიჭების პროცესში. შესაბამისად, აღნიშულ საკითხებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მოლაპარაკებებს ვიწყებ“, - თქვა აბაშიშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისათვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


