სამართალი
საქართველოს მოქალაქემ ბაქოში იტალიის მოქალაქე გაქურდა
ბაქოში ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი, იტალიის მოქალაქე რენატო ზორზე გაქურდეს.
ამის შესახებ აზერბაიჯანული Lent.az წერს.
მედიის ინფორმაციით, 61 წლის ზორზემ პოლიციაში განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ქალი გაიცნო, რომელიც შემდგომ საკუთარ სახლში მიიპატიჟა. მისი თქმით, ქალმა მის სახლში ჯიბიდან საბანკო ბარათი ამოუღო, რომელზეც 7 104 ამერიკული დოლარი ედო.
Lent.az -ის ინფორმაციით, სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ლია ნიკობაძე და მისი სავარაუდო თანამზრახველი ელშად არაბოვი დააკავა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


