უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 მარტი, 2018 14:15
font-size

საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 250 ათასჯერ ისარგებლეს - ვახტანგ მახარობლიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 250 ათასჯერ ისარგებლეს.

როგორც ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ხვალ ერთი წლის სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა ძალაში შევიდა.

„ერთი წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ძალისხმევა გავწიოთ, რათა არ მოხდეს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენება. გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ უვიზო რეჟიმს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა. ეს იყო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც მნიშვნელოვანი გზავნილი ევროკავშირის მხრიდან. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ 250 ათასზე მეტჯერ გამოიყენეს ეს სიკეთე საქართველოს მოქალაქეებმა”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელა ვალდებულებების შესრულება, რაც აღებული ჰქონდა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე საქართველოს წინაშე არ დგას.

„ჩვენი სურვილია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს დიდი სიკეთე წარმატებულად გამოიყენონ. მიმდინარე პერიოდში, ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ თავი იჩინა გარკვეულმა გამოწვევებმაც, სირთულეებმაც, რომელიც კონკრეტული კუთხით იქნა განსაკუთრებულად გამოვლენილი და ეს არის თავშესაფრის პრინციპის ბოროტად გამოყენება, ისევე როგორც კრიმინალის დანაშაულის ზრდა მთელ რიგ სახელმწიფოებში. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან გამოითქვა წუხილი, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე, დღეს საქართველოს წინაშე არ დგას. ეს საკითხი არ განხილულა არც ევროკავშირის ინსტიტუტებში, არც ევროკომისიის შიგნით და არც წევრი სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა მნიშვნელოვანი იყო და რჩება მყისიერად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელმაც თავი იჩინა”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი