პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეები მერებს 12 თვითმმართველ ქალაქში აირჩევენ - ანა მიქელაძე
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტება გაკეთდა.
ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ზუსტი თარიღი კი, პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს.
საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივ დონეზე, მერებს 12 თვითმმართველ ქალაქში აირჩევენ.
„არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით და არჩევნები ინიშნება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მესამოცე დღის. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული არის 12 თვითმმართველი ქალაქი, რომელიც ირჩევს ქალაქის მერს.
წინა სტატისტიკიდან გამომდინარე, 12 ქალაქის მერი იყო არჩეული. საერთო ჯამში არჩეული იყო 59 გამგებელი მთელი საქართველოს მასშტაბით, იქ, სადაც ტარდებოდა არჩევნები, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა" - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


