სამართალი
საქართველოს მოქალაქე ათენში ბინის ძარცვის მცდელობის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა
საქართველოს მოქალაქე ათენის გარეუბანში ძარცვის მცდელობის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 31 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 23:00 საათისთვის მოხდა. ორი მძარცველი ამბელოკიპის უბანში მდებარე ერთ-ერთ ბინაში შეიჭრა, თუმცა ისინი მეზობლებმა შენიშნეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.
ბერძნული მედიის ცნობით, პოლიციისგან თავის დაღწევის მცდელობისას, ერთ-ერთი მძარცველი ბინის დატოვებას ფანჯრიდან შეეცადა, თუმცა მინის ჩამსხვრევის დროს მას ქვედა კიდურის არტერია დაუზიანდა. დაშავებული და მისი თანამზრახველი პოლიციამ დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია. ამასთან, გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტზეა საქართველოს საკონსულო.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ძარცვაში მონაწილე მეორე პირი დაკავებულია.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


