უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 თებერვალი, 2018 16:10
font-size

საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ძალიან მყარია - კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2017 წელს საქართველოსა და ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით დადებითად აფასებს.

მან აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ძალიან მყარია.

„რაც შეეხება საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, ასეთ მყარ მხარდაჭერაში მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ვიზიტი შედგა. ჩვენ სენატორებთან, კონგრესმენებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, შეერთებულ შტატებში ჩვენი ქვეყნის სხვა მხარდამჭერებთან შეხვედრა გვქონდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ძალიან მყარია. ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებაა იმ ცვლილებებისა და რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. 2017 წელი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით ნამდვილად შესანიშნავი წელი იყო და გვინდა მუშაობა ასეთი ტემპით გავაგრძელოთ”

ანგარიში სახელწოდებით „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ გლობალური საფრთხეების შეფასება“ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ რუსეთის მხრიდან ქვეყნის რეგიონების ოკუპაცია და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელისშეშლა რჩება.

ცირა გურგენიძე

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი