პოლიტიკა
საქართველოს მადლენ ოლბრაიტი ეწვევა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრები საქართველოს ეწვევიან.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტზე (NDI) დაყრდნობით იუწყება, ვიზიტის მიზანია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა, საქართველოს მიღწევების, მიზნებისა და გამოწვევების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, საქართველოში NDI-ის საქმიანობაზე დაკვირვება და საქართველოსა და დასავლეთს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცება.
ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრები და ორგანიზაციის სხვა მეგობრები საქართველოში 11-დან 15 ივნისამდე დარჩებიან და თბილისს, კახეთსა და გორს ეწვევიან.
დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს, მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და მერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებსა და დიპლომატებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


