პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა და მექანიზმები როგორც საზოგადოებასთან, ასევე ევროსტრუქტურებთან არაეფექტურია -არასამთავრობოები
საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა და მექანიზმები როგორც შინ, საზოგადოებასთან, ასევე ევროსტრუქტურებთან არაეფექტურია.
არასამთავრობოების შეშფოთების ერთ-ერთია მიზეზია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა, რომელშიც ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა, ხოლო ევრაზიულ კავშირში შესვლის მხარდამჭერთა რიცხვი კი 8%-ით გაიზარდა.
ამავდროულად მესამე სექტორი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ „ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის“ დამტკიცებას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმატში შემუშავდა. ამის მიუხედავად არასამთავრობოები ამბობენ, რომ როგორც ამ დოკუმენტის, ასევე ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სამთავრობო სტრატეგიის (2014-2017 წლები) სამოქმედო გეგმები ვერ პასუხობენ ჰიბრიდული და კერძოდ, საინფორმაციო ომის მზარდ გამოწვევებს.
„საქართველოში ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი მცირდება. ამაზე მოწმობს NDI-ის მიერ 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით, გამოკითხულთა 29% საქართველოს ევრაზიულ კავშირში, ხოლო 60% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა; ამ მონაცემების მიხედვით, მაისში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევის შემდეგ (რომელიც 2017 წლის აპრილის განწყობებს ასახავდა), ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 5 %-ით შემცირდა, ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მხარდამჭერთა რიცხვი კი 8 %-ით გაიზარდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 8%-ით მეტი გამოკითხული უჭერს მხარს, ვიდრე - ნატოში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს.
მიგვაჩნია, რომ ამ მაჩვენებლების დინამიკა ძალიან შემაშფოთებელია და მოწმობს საქართველოს ხელისუფლების ევროინტეგრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის არაფექტურობასა და ხშირ შემთხვევაში კონტრპროდუქტიულობაზე. იმ პირობებში, როცა მთელი მსოფლიო აცნობიერებს ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ საზოგადოების ცნობიერებასა და განწყობებზე ზემოქმედებაა, საქართველო კი ამ გამოწვევების ეპიცენტრში დგას, საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა და მექანიზმები როგორც შინ, საზოგადოებასთან, ასევე ევროსტრუქტურებთან არაეფექტურია. გაუმართავია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და უწყებებს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხების კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმებიც.
პოზიტიურად უნდა შეფასდეს 2017 წლის 13 აპრილს, მთავრობის მიერ „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის“ დამტკიცება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმატში შემუშავდა. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ამ დოკუმენტის, ასევე ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სამთავრობო სტრატეგიის (2014-2017 წლები) სამოქმედო გეგმები ვერ პასუხობენ ჰიბრიდული და კერძოდ, საინფორმაციო ომის მზარდ გამოწვევებს.
ამ სტრუქტურულად გაუმართავ და ფრაგმენტულ გეგმებში გაწერილი აქტივობების მნიშვნელოვან ნაწილს საერთო არაფერი აქვს სტრატეგიულ კომუნიკაციასთან; მაგალითად, მათში შესულია ისეთი აქტივობები როგორიცაა გამწვანების აქციები, ნარჩენების მართვის ტრეინინგები, ადამიანით ვაჭრობის პრევენციის კამპანია, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სფეროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სასკოლო შემეცნებითი ღონისძიება - ბაღის ფრინველთა საათი, ვანის სატაძრო ქალაქისა და მისი შემოგარენის აეროფოტოგრაფირება და სხვა.
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებაში სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვის, აღსრულებისა და კოორდინაციის პროცესის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა და მათი ეფექტურად ამუშავებისათვის ხელისუფლების პოლიტიკური ნება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ხელისუფლების ყველა რგოლი, სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტული წრეები, რამდენადაც ერთობლივი ძალისხმევა ეროვნულ დონეზე ძალზედ მნიშვნელოვანია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის და მისი სტრატეგიული კომუნიკაციის წარმატებისთვის. კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის მზადაა ამ საკითხებზე ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის“, -ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - Transparency International Georgia
სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency
მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - Georgian Young Lawyers’ Association
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative
საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center
კავშირი საფარი - Union Sapari
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics
ხმა საქართველოდან - Voice from Georgia
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" - Open Society Georgia Foundation
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


