პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილია, შეწყვიტონ ელჩზე თავდასხმა იმის გამო, რომ ის თავის სამუშაოს ასრულებს - ევროკომისიის პრესსპიკერი
ევროკავშირის ელჩს აქვს ჩვენი სრული ნდობა და მისი სიტყვები ასახავს საქართველო-ევროკავშირის რეალობას. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილია, შეწყვიტონ ელჩზე თავდასხმა იმის გამო, რომ ის თავის სამუშაოს ასრულებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერმა განაცხადა, როდესაც უპასუხა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის ელჩსა და სხვა დიპლომატებთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების შესახებ.
„დავიწყებ იმით, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს ჩვენი სრული ნდობა და მისი სიტყვები ასახავს საქართველო-ევროკავშირის რეალობას. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილია, შეწყვიტონ ელჩზე თავდასხმა იმის გამო, რომ ის თავის სამუშაოს ასრულებს. სამწუხაროდ, ის რასაც საქართველოს მხრიდან ვხედავთ, არის დეზინფორმაციის გავრცელების მასიური მცდელობა და ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის დამახინჯება იმისა, რაც რეალურად ხდება ადგილზე - უდანაშაულო დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესია და ძალადობა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ქმედებები საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შეესაბამება.
„ეს ყველაფერი იწყება პოლიტიკურ დონეზე ჩვენი კონტაქტების აბსოლუტური დაქვეითებით, ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერის მკვეთრი შემცირებით და პირიქით, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნებით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
ამასთან, მას დაუსვეს შეკითხვა თბილისში გამართულ აქციასთან - „დაიცავი უვიზო“ - დაკავშირებით და ასევე ჰკითხეს, როგორია ევროკავშირის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებების მიმართ, რომლებიც უკვე ადანაშაულებენ ბრიუსელს იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეუჩერდება.
„ამასთან დაკავშირებით ორი საკითხია. პირველი : ქართველ ხალხს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. მეორე : ჩვენ არ ვმონაწილეობთ დადანაშაულების თამაშებში. გვსურს, ვიხილოთ რეალური ნაბიჯები და წახალისება დიალოგისკენ, პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოებასთან და შემდეგ განვიხილავთ, თუ რა ვარიანტებია მაგიდაზე ამ ურთიერთობის გაუმჯობესების ან არგაუმჯობესების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


