უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 მარტი, 2018 15:05
font-size

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა ის პირი გამოვლინდეს , რომლებსაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვით- არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა ის პირი გამოვლინდეს და პასუხისგებაში მიეცეს, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვით.

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ დანაკარგს. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, 28 დღის დაგვიანებით მოხერხდა ცხედარი გადმოსვენებულიყო. ექსპერტიზა ჩატარდა და ჩვენ ამ ფაქტს აუცილებლად საფუძვლიანად გამოვიძიებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დამნაშავეები გამოვლინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ. ეს ძალიან მძიმე ფაქტია, თუმცა საქართველო მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ბრძოლას გააგრძელებს იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძე ამბობს, რომ საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით ფაქტის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვენ. ასევე ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების დაშვებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას ითხოვს, რომელიც თალაკვაძის თქმით, რუსეთს დღემდე შეუსრულებელი აქვს.

„ადამიანებს, რომლებიც, შესაძლოა, ბრალდებული, ან მსჯავრდებული იყვნენ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მტკიცებულებები იყოს მაქსიმალურად მოპოვებული, მოწმეები დაკითხულნი და ყველა იმ დარღვევის დოკუმენტირება მოხდეს, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს ადგილი.“- განაცხადა თალაკვაძემ.

ცირა გურგენიძე

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი