პოლიტიკა
საქართველოს ისედაც ვირტუალური საზღვრები კიდევ ერთხელ გადმოითელა - ნატო ჩხეიძე
პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც სამართალდამცავები და მოსახლეობა ერთმანეთს ჰესის მშენებლობის გამო დაუპირისპირდნენ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელი დეპიტატი ნატო ჩხეიძე გამოეხმაურა.
„ბოლოდროინდელი ყველაზე მღელვარე მოვლენები საქართველიში იყო პანკისის ხეობასა და დავით გარეჯში.
პარლამენტს მართებს, რომ ეს მოვლენები შევაფასოთ არა პარტიულ/ ტენდენციური თვალთახედვით, არამედ სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდან, რადგან ის ჯერაც არ ჩამცხრალა და შესაბამიაად საჭიროა ძალიან სერიოზული, გააზრებული და აწონ- დაწონილი მიდგომა.
რადგან ახლა საპარლამენტო ქვეყანა ვართ, ამ რთულ ვითარებაში სწორედ პარლამენტმა უნდა შეიმუშავოს მიზანდასახული გეგმა და კონტროლი გაუწიოს მთავრობის მხრივ მის შესრულებას.
როგორც საზოგადოების საერთო განწყობილება ცხადყოფს, აუცილებელია ანგარიში გაეწიოს პანკისის ხეობის მოსახლეობის სურვილს, და ძალადობრივად არ მოვახვიოთ თავს არც არაფერი და მით უფრო საქვეყნი ინტერესების საბურველში გახვეული პირადმერკანტილური მიზნები.
დასაფასებელია პანკისელთა სახელმწიფოებრივი აზროვნება თავიანთი შეფასებებისა თუ მოქმედებების დროს, დასაფასებელია, რადგან პანკისი ის ხეობაა, სადაც მთავრობის გაუმართლებელი მოქმედებით შეიძლება ადვილად ისარგებლოს ქვეყნის არაკეთილმოსურნემ და ამ ხეობასაც წაეპოტინოს.
დასაფასებელია ჩვენი სპეცრაზმელების უმეავლესობის სახელმწიფოებრივი აზროვნებით გამსჭვალული მოქმედებაც - თავშეკავებული და არა ძალადობრივი. აშკარად ჩანდა, რომ მათ ( უმრავლესობამ) არ შეასრულა ფაქტობრივად უკანონო ბრძანება, აშკარად უღიმღამოდ იმოქმედეს თავისი მოქალაქეების პირისპირ, რისთვისაც საზოგადოების მადლობას იმსახურებენ, ისევე, როგორც ამ 30 წლის წინანდელი მილიციელები 9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს”, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
დეპუტატი დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და პარლამენტს საგანგებოდ და სასწრაფოდ კომისიის შექმნისკენ მოუწოდა.
„საქართველოს ისედაც ვირტუალური საზღვრები კიდევ ერთხელ გადმოითელა ამჯერად კეთილმეზობელი აზერბაიჯანის მხრიდან.
მთავრობა ირწმუნება, რომ პრობლემა მოგვარებულია , მაგრამ გააჩნია რა აზრს დებენ მოგვარებაში, ჩვენ რომ ვზარალდებით და ტერიტორიას და ისტორიულ ძეგლებს ვკარგავთ,-ეს აშკარაა.
ამიტომ სწორედ პარლამენტის მიერ საგანგებოდ და სასწრაფოდ შექმნილმა კომისიამ, ცხადია, ,სპეციალისტების ჩართვით, უნდა დაადგინოს ისტორიული საზღვარი და ამ პროექტის საფუძველზე მთავრობამ უნდა იზრუნოს სადემარკაციო ხაზის გასავლებად, ჯერ ამ უბანზე და მერე თანდათანობით, ქვეყნის დაუზუსტებელი საზღვრების დარჩენილ 30 % - ზეც.
ვფიქრობ, ბ- ნო თავმჯდომარევ, და ბატონი თავმჯდომარის პირველო მოადგილევ, რომ ასეთი კომისია სასწრაფოდ არის შესაქმნელი.
აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის კვირაა და ვისურვოთ, რომ ხელი მოგვემართოს ამ
და ყველა სხვა კეთილ საქმეში.“ - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


