პოლიტიკა
საქართველოს იმიჯის სერიოზული პრობლემა აქვს ევროპაში - სალომე სამადაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს პრობლემები აქვს იმიჯის თვალსაზრისით ევროპაში. ამის შესახებ მან საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა და შს მინისტრების მოადგილეებს უსმენენ.
„ვფიქრობ, ყველას გვესმის, რომ ვიდრე ამ ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე იწერება საერთაშორისო ანგარიშები, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ კრიმინალური ქსელები მონაწილეობენ არჩევნების ადმინისტრაციის საქმიანობაში, ამ ქვეყანას ექნება პრობლემა, როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს კრიმინალის პრობლემა. ამ ქვეყანას იქამდე ექნება პრობლემა აქედან გაქცეული ადამიანების, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ უპასუხისმგებლო განცხადებებს, როცა ქუჩაში ადგილი აქვს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ძალადობის განხორციელებას და ამაზე არ არის ადეკვატური რეაგირება. მაინტერესებს ე.წ. „ქართული მარშისა“ და სხვა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები რამდენად აისახება თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების მდგომარეობის განხილვისას.
ამ ქვეყანას აქვს იმიჯის სერიოზული პრობლემა ევროპაში. ვფიქრობ, უვიზო რეჟიმის პრობლემა უკავშირდება სწორედ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი ევროპაში არ არის ადეკვატური და ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ხარჯავს მილიონ-ნახევარ დოლარს, რომ გასწიოს რეკლამა ერთ-ერთ რუსულ არხზე. ეს ხდება იმ ფონზე, როცა არარუსულ საინფორმაციო წყაროებში გასულ რეკლამაზე სულ დახარჯულია 3 მლნ. დოლარი“, - განაცხადა სამადაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


