პოლიტიკა
საქართველოს IAUP-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ინან გალალის შეხვდა და უმაღლესი განათლების კუთხით არსებული გამოწვევები, მათ შორის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრაზე სამინისტროს ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც 3 ათას სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებელს გულისხმობს და რომელიც როგორც საჯარო, ასევე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს მოემსახურება. მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რაც სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ინან გალალის, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მრავალი სასტუმროს და სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მფლობელია, ქართულმა მხარემ საქართველოში საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებლების მშენებლობის პროექტში ჩართვა შესთავაზა.
IAUP-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ამ კუთხით ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესდა და გადაწყდა, რომ უახლოს მომავალში, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აღნიშნული პროექტის დეტალური განხილვა მოხდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


