პოლიტიკა
საქართველოს ჰყავს ძლიერი მთავრობა და ძლიერი ხმის მქონე ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე
მჯერა, რომ საქართველოში 28 ოქტომბრის არჩევნებიც სამართლიანად ჩატარდება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018.“
კობახიძემ საქართველოს მიღწევებზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტარდება სამართლიანი არჩევნები. ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძლიერი მთავრობა და ძლიერი ხმის მქონე ოპოზიცია.
„არჩევნები სამართლიანია. მალე, 28 ოქტომბერს გვექნება ახალი არჩევნები. ჩვენ უკანასკნელად ავირჩევთ პრეზიდენტს პირდაპირი გზით და მჯერა, რომ ეს არჩევნებიც ჩატარდება სამართლიანად.
დემოკრატიის თვალსაზრისით მთავარი მიღწევა არის ის, რომ ახლა ჩვენ გვყავს ძლიერი მთავრობა და ძლიერი ხმის მქონე ოპოზიცია. სიტუაცია ძალიან განსხვავდება 2012 წლამდე პერიოდისგან, როცა გვყავდა სუსტი მთავრობა, რომელსაც შეეძლო საკუთარი პოზიციისა და ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ სასტიკი მეთოდებით. ახლა გვყავს მთავრობა, რომელიც არის სამართლიანი და ამავე დროს, ძლიერი. ოპოზიციას, რომელიც 2012 წლამდე თითქმის არ არსებობდა, დღეს აქვს ძლიერი ხმა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი შეფასებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ეს დიდი მიღწევაა.
მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


