უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 აგვისტო, 2020 12:30
font-size

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს - კორპორაცია მაიკროსოფტი

კორპორაცია Microsoft-ი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვასა და უწყებასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას დადებით შეფასებას აძლევს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

კომპანიამ დეტალურად შეისწავლა სამინისტროს მიერ პანდემიისა და პოსტ-პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლებისას, მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროდუქტების დანერგვის პროცესი, უწყების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები წარმატებულ ნიმუშად აღიარა და ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა (Case Study).

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სისტემაში მუდმივად ნერგავს ინოვაციას - ვირტუალურ კლასებს, ჩეთბოტებსა და თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას, რათა ქვეყნის მასშტაბით მოხდეს ჰიბრიდული ტექნოლოგიებით გაჯერებული განათლების მიწოდება. ახალი რეფორმის გასააქტიურებლად სამინისტრომ სკოლებისთვის Microsoft 365 და Microsoft Teams პროგრამები შეარჩია,“ - ნათქვამია Microsoft-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

პუბლიკაციაში მოყვანილია ნაწყვეტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინტერვიუდან, სადაც ის დეტალურად საუბრობს Microsoft-სა და სამინისტროს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და ხაზს უსვამს სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების მნიშვნელობას.

მიხეილ ჩხენკელი: „21-ე საუკუნეში ადამიანის საქმიანობაში ციფრულ ტექნოლოგიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ყოვლისმომცველი განათლება და ამავდროულად იყვნენ კონკურენტუნარიანები სწავლის დამთავრებისთანავე, მათ სჭირდებათ ელექტრონულ რესურსებთან წვდომა. ინტერაქტიული ონლაინ მასალები, ონლაინ კურსები, ერთობლივი სასწავლო ჯგუფები, ციფრული ბიბლიოთეკა, თამაშებზე დაფუძნებული გაკვეთილები - ეს ყველაფერი თანამედროვე სასწავლო გამოცდილების უმთავრესი კომპონენტებია.“

ინტერვიუს დროს, მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე.

”რეფორმამ უნდა შეცვალოს საგნების სწავლების ფილოსოფია. აუცილებელია, რომ სწავლება ყოველთვის იწვევდეს ცნობისმოყვარეობას. ფსიქოლოგები და მასწავლებლები თანხმდებიან, რომ ახალგაზრდები გართობის დროს უკეთესად აღიქვამენ ნებისმიერი სახის მასალას, "- ამბობს მინისტრი Microsoft-ის წარმომადგენლებთან ინტერვიუში.

მაიკროსოფტის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ასევე საუბარია იმ ნაბიჯებზე, რაც უწყებამ მოსწავლეებისთვის ონლაინ-სასწავლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გადადგა. განსაკუთრებით აღნიშნულია სკოლებში Minecraft Education Edition-ის პროგრამის დანერგვის პროექტი.
„მეტიც, მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით, საქართველოს დაახლოებით 150 სკოლაში, საპილოტე რეჟიმში ჩაშვებულია Minecraft Education Edition პროგრამა, რაც გულისხმობს თამაშზე დაფუძნებულ გაკვეთილებს, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს უფრო შემოქმედებითად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში.

მიხეილ ჩხენკელი: „Minecraft Education Edition განათლებასთან ერთად მოიცავს თამაშს. მისი გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ვირტუალური მუზეუმები, ციხესიმაგრეები, ისტორიული ძეგლები, რაც იწვევს ახალგაზრდის ინტერესს, არა მხოლოდ საკუთარი კულტურის მიმართ, არამედ სხვა კულტურების მიმართაც. სამინისტრო ცდილობს, რომ 2020 წლის სექტემბრამდე, Minecraft პროგრამა საქართველოს საჯარო სკოლების უმეტეს ნაწილში დანერგოს.
კომპიუტერის ცოდნა გახდა სასიცოცხლო უნარი. ჩვენი ციფრული ტრანსფორმაცია გამიზნულია სპეციალურად ახალი თაობის მოსამზადებლად, რომლებიც იცხოვრებენ და იმუშავებენ კიდევ უფრო მეტად ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში, " - ნათქვამია მაიკროსოფტის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
პუბლიკაცია დაფუძნებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებთან და პროცესში ჩართულ მხარეებთან ჩაღრმავებული ინტერვიუებსა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი