პოლიტიკა
საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი რომ დღის წესრიგში დადგა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქისთვის განგაშის ზარი უნდა იყოს, სად მიაქანებს ქვეყანას ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი - სალომე სამადაშვილი
ცხადია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში, ადრე თუ გვიან დადგებოდა საკითხი, რაც ეხება საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხს - ის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქისთვის უზარმაზარი განგაშის ზარი უნდა იყოს,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა.
„ევროსაბჭო ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული გაერთიანება, რომელშიც ჩვენ გავწევრიანდით მრავალი წლის წინ. ფაქტობრივად, აქედან დაიწყო საქართველოს გზის გაკვალვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროპული სივრცისკენ. დღეს, ჩვენ ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც ფაქტობრივად არის ვლადიმერ პუტინის რუსული რეჟიმის გაგრძელება საქართველოში, ეს ცხადყო მათ შორის, იმან, რომ ევროსაბჭოს არცერთი რეკომენდაცია და მოთხოვნა დღემდე შესრულებული არ არის, პირიქით, ყველა ნაბიჯი საწინააღმდეგოდ არის გადადგმული. ცხადია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში, ადრე თუ გვიან დადგებოდა საკითხი, რაც ეხება საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხს. საბედნიეროდ, ეს არ იქნება მარტივი პროცედურა, ამაზე მსჯელობას დასჭირდება დიდი დრო. ის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქისთვის უზარმაზარი განგაშის ზარი უნდა იყოს, სად მიაქანებს ქვეყანას ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი“,- აღნიშნა სამადაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი დეკლარაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია: „თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


