პოლიტიკა
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა
30-31 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი. ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ტორბიორნ იაგლანდი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს,იუსტიციის მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სხელმწიფო მინისტრს. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრი და გენერალური მდივანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ევროპის საბჭოს ჩართულობას კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ნდობის აღდგენის პროცესში. მხარეები ასევე განიხილავენ 2016-2019 წლებისთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტურ განხორციელებას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


