უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივლისი, 2017 16:15
font-size

საქართველოს ეროვნულ გვარდიას ახალი მეთაური ჰყავს

საქართველოს ეროვნულ გვარდიას პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე უხელმძღვანელებს. დღეს ეროვნულ გვარდიაში მეთაურობის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი პირველად გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამით ის ახალი ტრადიცია გრძელდება, რომელსაც საფუძველი, მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, გასულ წელს გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის გამართვით ჩამოყალიბდა. ეროვნული გვარდიის ყოფილმა უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძეს საპატიო წესით დროშა გადასცა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო. გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძეს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სიტყვით გამოსვლისას, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის მეთაურობა თითოეული ოფიცრისთვის დიდი პატივია, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალები, სწორედ, გვარდიის ბაზაზე ჩამოყალიბდა და განვითარდა. გენერალური შტაბის უფროსმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვარდიელების გმირობის მაგალითებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნული გვარდია რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითოა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ეროვნული გვარდიის ყოფილ უფროსს მადლობა გადაუხადა და სამსახურეობრივი საშტატო იარაღით დააჯილდოვა. მან ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძეს, რომელიც სამსახურს უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშედ გააგრძელებს, წარმატებები უსურვა.

ეროვნული გვარდიის მეთაურად დანიშვნამდე პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე გენერალურ შტაბში J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ოფიცერი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში (1992-1993 წლებში) მონაწილეობდა. ის ავღანეთისა (2014-2015) და ერაყის (2007-2008) სამშვიდობო მისიებშიც იყო ჩართული. პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უკრაინის თავდაცვის ეროვნული აკადემია 2001 წელს დაამთავრა. მან გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ოფიცერთა მოსამზადებელი კურსები 1993-1994 წლებში გაიარა. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის შემდეგ, ეროვნული გვარდიის ყოფილმა და ახალმა უფროსებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულ გვარდიელთა მემორიალი გახსნეს. მემორიალი გვარდიის კაპელანმა მამა მიქაელ (კირკიტაძემ) აკურთხა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ნუკრი გელაშვილი და ზაალ კაპანაძე, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - ბრიგადის გენერლები შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. ღონისძიებაზე, ასევე მოწვეული სტუმრები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გვარდიელთა ოჯახის წევრები, გენერალური შტაბისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი