პოლიტიკა
საქართველოს ელჩმა ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ (რეზიდენციით ქ. ბრაზილია), რწმუნებათა სიგელები გადასცა ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, პაოლა-მეი უიქსს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩ შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ისე კარიბის ზღვის აუზის რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში.
ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების აუცილებლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს კულტურულ-ჰუმანიტარული განზომილებების შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების განმტკიცებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე.
ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, დავით სოლომონიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისთვის.
ოფიციალურ ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


