პოლიტიკა
საქართველოს ელჩმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს პროგრესს და ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში გატარებულ რეფორმებს.
თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური პოლიტიკური დიალოგისა და მჭიდრო თანამშრომლობის კუთხით და საქართველოს ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


