პოლიტიკა
საქართველოს ელჩმა ICAO-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე მონრეალს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ICAO-ს წარმომადგენლებთან და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ბიუროს დირექტორთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში,ელჩმა საქართველოს მიერ საავიაციო სფეროში გატარებული რეფორმები მიმოიხილა,რაც მოიცავს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, ასევე, აეროპორტების, საფრენი აპარატების, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოებისთვის მდგრადი სისტემის შექმნას.კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ჰაბად ყალიბდება.
ელჩის განცხადებით,საქართველოს მთავრობა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მზად არიან, კვლავაც აქტიურად ითანამშრომლონ ICAO-სთან, რათა უზრუნველყონ ფრენების უსაფრთხოების სისტემის გრძელვადიანი მდგრადობა და მიღწეული სტანდარტებისა და საჰაერო მომსახურების ხარისხის ზრდა. ამ მიზნით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მჭიდრო კავშირები აქვს ICAO-ს რეგიონულ ჯგუფებთან.
თავის მხრივ,ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა ღრმა კმაყოფილება გამოხატა იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველომ მიაღწია საავიაციო უსაფრთხოების სისტემის სრულყოფის თვალსაზრისით. მან საქართველოს სამაგალითო ქვეყანა უწოდა. ოლუმუივა ბენარდ ალიუმ დაადასტურა ICAO-ს მზადყოფნა აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან, ასევე, ევროპულ რეგიონულ ბიუროსთან. იგი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზაციული და ფინანსური გაძლიერებისკენ.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მზარდი ტურისტული პოტენციალი და ამ მხრივ არსებული შთამბეჭდავი მონაცემები, რომლის თანახმადაც ქვეყანას გასულ წელს 7.5 მილიონი ვიზიტორი ეწვია, 4 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა საქართველოს აეროპორტებით და შესრულებული რეისების რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია,ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის რაოდენობაც.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


