პოლიტიკა
საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში პრინც სულტან ბინ სალმანს შეხვდა
31 მაისს საუდის არაბეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ გამართა შეხვედრა საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტთან პრინც სულტან ბინ სალმანთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისათვის არსებულ დიდ პოტენციალს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდის განმავლობაში საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის პერმანენტულ ზრდას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიზანშეწონილია დაიწყოს პირდაპირი ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობის განხილვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტთა რიცხვის შემდგომი ზრდის დინამიკას, ასევე ორმხრივი ბიზნეს კონტაქტების გააქტიურებას. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ავიახაზები“, გასული წლის მსგავსად, უახლოეს მომავალში დაიწყებენ საზაფხულო სეზონური ავიარეისების განხორციელებას დამამისა და ჯედას მიმართულებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის საკითხი. საგულისხმოა, რომ მეფის განკარგულების თანახმად, საუდის არაბეთის მინისტრთა კაბინეტმა უფლებამოსილება მიანიჭა ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტს საქართველოს მხარესთან განიხილოს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი მისი შემდგომი ხელმოწერის მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა მადლობა გადაუხადა საუდურ მხარეს და პირადად პრინც სულტანს, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის. მან პრინცი კიდევ ერთხელ მოიწვია საქართველოში და ზემოაღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა თბილისში შესთავაზა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


