პოლიტიკა
საქართველოს ელჩი ლიტვაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ ვილნიუსის უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა ლიტვის სხვადასხვა უნივერსიტეტების ქართველ და ასევე ქართული ენის შემსწავლელი კურსის უცხოელ სტუდენტებთან.
საქართველსო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, ელჩმა ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიტვა-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე ხათუნა სალუქვაძემ სტუდენტებს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა სტუდენტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ლიტვაში საქართველოს პოზიტიური იმიჯისა და ცნობადობის ამაღლების საქმეში. ელჩმა სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საელჩოს მიერ გაწეული საქმიანობის, გამართული ღონისძიებების, საელჩოში სასწავლო პრაქტიკის გავლის და საკონსულო სერვისების შესახებ.
სასწავლო წლის დაწყება ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ასევე მიულოცეს ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა მეილუტე რამონიენემ და ამავე ფაკულტეტის უცხო ენების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა რომა კრაუჩიუნიენემ.
აღსანიშნავია, რომ ქართული ენის სასწავლო კურსი ვილნიუსის უნივერსიტეტში 2015 წლის 21 სექტემბერს გაიხსა. კურსებზე ქართული ენის შესწავლის მსურველი ლიტველი სტუდენტებიე უფლებიან ქართულ ენას და ეცნობიან საქართველოს ისტორიასა და კულტურას. ლექციებს ყოველ წელს ათეულობით სტუდენტი ესწრება და მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


