პოლიტიკა
საქართველოს ელჩი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოხსენებით წარდგა
29 მაისს საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბატონი ლადო ჭანტურია გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კულტურისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ბერნდ ფაბრიციუსის მოწვევით, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად გერმანიის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტები - ულა შმიდტი და კლაუდია როტიც ესწრებოდნენ, საქართველოს ელჩმა საქართველო-გერმანიის წლის შესახებ ისაუბრა და გერმანელ პარლამენტარებს აღნიშნული წლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა არსებული მჭიდრო ქართულ-გერმანული თანამშრომლობა და მადლობა გადაუხადა გერმანელ პარლამენტარებს ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოსადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის.
,,შეხვედრაზე გერმანელმა პარლამენტარებმა განსაკუთრებულად აღინიშნეს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ლიდერი ქვეყნის განსაკუთრებული როლი რეგიონში და ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეული წარმატებები. აღნიშნულ კონტექსტში, გერმანიის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ქალბატონმა ულა შმიდტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დასავლური ორიენტაციის სიმტკიცეზე, რომელშიც როგორც თავად განაცხადა, იგი სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დარწმუნდა. განსაკუთრებულად აღინიშნა ასევე რთული საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით და ხაზი გაესვა გერმანიის, როგორც ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.
გერმანელმა დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში და მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეას გიორგენმა, რომელიც ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩის ბუნდესტაგში გამოსვლას, თავის გამოსვლაში საქართველოსთან თანამშრომლობა უაღრესად დადებითად შეაფასა და მნიშვნელოვნად მიიჩნია ქართული კულტურის გერმანიაში პოპულარიზაცია, რაც საქართველო-გერმანიის წლის ერთ-ერთ მთავარ მიზანსაც წარმოადგენს’’, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


