პოლიტიკა
საქართველოს ელჩი ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დავით სოლომონია შეხვდა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ფერნანდო სიმას მაგალიაეშს, საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სექტორულ თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში და პოზიტიურად შეაფასეს მზარდი სავაჭრო ბრუნვის ტენდენცია, ბიზნეს წრეების ურთიერთდაინტერესება და ხალხთა შორის ურთიერთობების გამყარება, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის დასასრულს მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე, საქართველოსა და ბრაზილიას შორის ჩამოყალიბდა წარმატებული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო დემოკრატიულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე. ასევე, გამოთქვეს იმედი, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსა და ბრაზილიას შორის კვლავაც გაგრძელდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ბრაზილიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, შეხვედრამდე დიპლომატიური არხების მეშვეობით, 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისალოცი წერილები გაცვალეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


