უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივლისი, 2025 23:56
font-size

საქართველოს დღევანდელი რეჟიმი არის ირანის მოკავშირე და იმსახურებს ზუსტად იმას, რაც დაიმსახურა ირანის რეჟიმმა - გიორგი რუხაძე

მინდა, პირდაპირ გავახსენო ისრაელის წარმომადგენლობას საქართველოში და ისრაელის ხელისუფლებას, რომ საქართველოს დღევანდელი რეჟიმი არის ირანის მოკავშირე და იმსახურებს ზუსტად იმას, რაც დაიმსახურა ირანის რეჟიმმა, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.

მისი თქმით, “ივანიშვილის რეჟიმი არის ირანის ტერორისტული რეჟიმის მოკავშირე”.

“მე მინდა, პირდაპირ გავახსენო ისრაელის წარმომადგენლობას საქართველოში და ისრაელის ხელისუფლებას, რომ საქართველოს დღევანდელი რეჟიმი არის ირანის მოკავშირე და იმსახურებს ზუსტად იმას, რაც დაიმსახურა ირანის რეჟიმმა. როგორც ისრაელის ხელისუფლება ექცევა ირანის რეჟიმს, ისევე უნდა მოექცეს საქართველოში მყოფ ივანიშვილის რეჟიმს იმიტომ, რომ ირანის რეჟიმსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის ტოლობის ნიშანი ისმება, ისინი მოკავშირეები არიან. ამაზე თუ კიდევ დამატებით ინფორმაცია გაინტერესებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ “სამოქალაქო იდეის” ბოლო კვლევა, თუ როგორ თანამშრომლობენ ქართული და ირანული კომპანიები ერთმანეთთან იმისათვის, რომ რუსეთს შეუწყონ ხელი, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომში.

ივანიშვილის რეჟიმი არის ირანის ტერორისტული რეჟიმის მოკავშირე და, შესაბამისად, იმსახურებს ზუსტად იმას, რაც მიიღო ირანის რეჟიმმა და არავის დაავიწყდეს, რომ კობახიძე იყო იმ დარბაზში, სადაც ხმამაღლა ყვიროდნენ: “სიკვდილი ამერიკას” და “სიკვდილი ისრაელს”. ირაკლი კობახიძე იქ იმიტომ იყო, რომ მასაც ეგ უნდა.

საქართველოს დღეს მართავს რეჟიმი, რომელიც არის ბოროტების ღერძის ნაწილი რუსეთთან, ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ჩინეთთან. ის არ არის დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ის არის ავტოკრატიული სამყაროს ნაწილი და, შესაბამისად, დემოკრატიულმა სამყარომ ასეც უნდა აღიქვას და სწორედ ამიტომ არ გაითვალისწინებს არაფერს, ეუთოს დასკვნაში იქნება ეს თუ ევროკავშირის რეზოლუციაში ან სხვა დასავლურ დოკუმენტებში”, - განაცხადა რუხაძემ.

ექსპერტმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ “ქართული ოცნების” კამპანია ჩავარდა. მან ასევე, ხაზი გაუსვა მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ევროპელი ელჩების მიმართ და თქვა, რომ ეს არის შიშის გამოვლინება, რადგან, მისი ინფორმაციით, დიდი სასანქციო პაკეტი მზადდება “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და ეს დამოკიდებულება წინასწარი რეაქციაა.

“ეუთო/ოდირის დასკვნა, თავისთავად, უმკაცრესი იყო აქამდე არსებულ ყველა დასკვნასთან შედარებით და “ქართული ოცნება” ცდილობდა, პატარ-პატარა აბზაცები ამოეკრიფა და მერე ტელეკომპანია “იმედის” საშუალებით საკუთარი ტვინგამორეცხილი მხარდამჭერებისთვის მიეწოდებინა, რომ თურმე დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და ყველამ აღიარა. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, ეუთო/ოდირის დასკვნაში არსად არ ეწერა, რომ ან დემოკრატიული ან თავისუფალი ან კონკურენტული არჩევნები ჩატარდა.

სწორედ ამის მეორე სერიაა ახლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნა და რეზოლუცია, რომელიც, ფაქტობრივად, აძლიერებს იმ პუნქტებს, რომელიც ისედაც იყო ეუთო/ოდირის დასკვნაში. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ “ქართული ოცნების” კამპანია ჩავარდა.

“ქართული ოცნება” არის უმძიმეს იზოლაციაში. ამაზე ისიც მეტყველებს, მისი მხრიდან მიმდინარეობს უპრეცედენტო შეტევა ევროპული სახელმწიფოების ელჩებზე. ეს არც რუსეთში ხდება და არც ბელარუსში ხდება ასეთი რამ. მოდით, კითხვა ასე დავსვათ - რატომ აკეთებს ამას “ქართული ოცნება”, ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ამით ან გერმანიას დააზიანებს ან გაერთიანებულ სამეფოს ან ევროკავშირს? არა, ეს კიდევ ერთხელ კეთდება იმისთვის, რომ საკუთარ მხარდამჭერებს აჩვენონ, ჩვენ არ ვეპუებით დასავლურ სახელმწიფოებს და მიუხედავად იმისა, რომ ვართ აბსოლუტურ იზოლაციაში, არავინ გვაღიარებს და მაინც ასე ვიქცევით.

ეს არის შიშის გამოხატულება იმიტომ, რომ მე მაქვს ინფორმაცია, რომ მოდის ახალი სანქციების მთელი პაკეტი, რომელიც მძიმედ დაარტყამს პირადად ივანიშვილს, მის ოჯახის წევრებს და მთლიანად “ქართული ოცნების” ვერტიკალს, შესაბამისად, ეს არის წინასწარი რეაქცია.

იმ ჯგუფში, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე (სანქციების დაწესებაზე), საფრანგეთი არის ჩართული გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, შვედეთთან ერთად, ევროკავშირთან ერთად, პოლონეთთან და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსთან ერთად. ეს იქნება არა ერთი კონკრეტული ქვეყნის რეაგირება, არამედ იქნება ერთობლივი, ორკესტრირებული რამდენიმე მსხვილი ქვეყნის სანქცია ერთად”, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი