უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მარტი, 2025 13:03
font-size

საქართველოს ბოდიბილდინგის მეფედ წოდებული რონი კოულმენი სტუმრობდა

ბოდიბილდინგის მეფედ წოდებული, ამერიკელი ბოდიბილდერი რონი კოულმენი საქართველოს პირველად ესტუმრა. იგი ქვეყანაში სპორტული საკვები დანამატების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ - „Vitamin Georgia“ - მოიწვია. ყველა დროის საუკეთესო ბოდიბილდერად აღიარებულმა ყოფილმა სპორტსმენმა რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. იგი თავდაპირველად მასპინძელი კომპანიის მომხმარებლებს, თაყვანისმცემლებსა და დაინტერესებულ პირებს თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ შეხვდა და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. მან განვლილი სპორტული კარიერა და მეტოქეები გაიხსენა და წარმატების მისეულ ფორმულაზე ისაუბრა.

„როცა საქმეს ვნებითა და ენერგიით ეკიდები, ეს უკვე წარმატების საწინდარია“, - ურჩია მან საკუთარ თაყვანისმცემლებს.

როგორც „მედიანიუსს“ „ვიტამინი ჯორჯიას“ თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აკაკი მოწონელიძემ განუცხადა, უკვე 4 წელია, კომპანია რონი კოულმენის ბრენდთან - „Ronnie Coleman Signature Scries” - ექსკლუზიურად თანამშრომლობს. ეს ვიზიტიც ხსენებული თანამშრომლობის ფარგლებში შედგა.

„რონი კოულმენის საქართველოში ჩამოსვლა ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ის ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ამაღლებას. 4 წელია, ვთანამშრომლობთ და მისი პროდუქცია ქართული ბაზრისათვის ხელმისაწვდომი გავხადეთ. ის პერიოდიც დადგა, როცა რონი კოულმენი საქართველოს ესტუმრა. იგი ჩვენს ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი ფიგურა და ძალიან საინტერესო ადამიანია“, - აღნიშნა აკაკი მოწონელიძემ.

რონი კოულმენის მონაწილეობით, თბილისში, თამარ მეფის გამზირის #10-სა და გორში „ვიტამინის“ ახალი ფილიალები გრანდიოზულად გაიხსნა. ლეგენდარული ბოდიბილდერი თაყვანისმცემლებს პირადად შეხვდა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

რონი კოულმენმა ქართული სამზარეულოც დააგემოვნა და ხინკალი საკუთარი ხელით მოახვია. იგი საქართველოში სტუმრობით ძლიერ მოიხიბლა.

ცნობისათვის: კომპანია „Vitamin Georgia“ ქართულ კომპანიაა, რომელმაც ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო ადგილობრივი წარმოება და შექმნა პირველი, 100 პროცენტით ქართული სპორტული საკვები დანამატების ბრენდი - „Vitamin Power“. Vitamin Power „ვიტამინის“ შვილობილი კომპანიაა, თავად „ვიტამინი“ კი ქართულ ბაზარზე 12 წელია საქმიანობს. იგი ქვეყნის მასშტაბით 15 მაღაზიითა და ონლაინმაღაზიითაა წარმოდგენილი.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი