უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 მაისი, 2025 11:09
font-size

საქართველოს ბანკსა და Swisscontact-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და პარტნიორული ქსელის განმტკიცებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკმა Swisscontact-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტს“ (RSMEDP) ახორციელებს, Mercy Corps-თან და Springfield Centre-თან ერთად.

პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერაა დაფინანსებული.

ურთიერთთანამშრომლობის მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება, მათთვის დამატებითი რესურსების მობილიზება და საგანმანათლებლო თუ სხვა სერვისების გაზიარებაა.

თანამშრომლობა ითვალისწინებს:

  1. 1.ESG პროდუქტებისა და პროცესების განვითარებას - ამ მიზნით, მხარეები ეფექტური სერვისების შემუშავებაში მიიღებენ მონაწილეობას;
  2. 2.არაფინანსური სერვისების განვითარებას - ურთიერთთანამშრომლობით, ჩამოყალიბდება საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და სხვა ისეთი სერვისები, რომლებიც მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში დაუჭერს მხარს და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის გზებზე მიაწვდის ინფორმაციას. მათ შორის, პარტნიორობა ბიზნეს სესხების აპლიკაციის ხარისხის გაუმჯობესებასაც ისახავს მიზნად.

„საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტთან“ (RSMEDP). გასულ წლებში ჩვენ ერთად რეგიონული ბიზნესებისთვის, მათ შორის, აგრო თუ სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე მეწარმეებისთვის, არაერთი შესაძლებლობა შევქმენით, გავუზიარეთ მათ განვითარებისთვის საჭირო ინფორმაცია და რესურსები. მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის მდგრადი განვითარება რეგიონული, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის გაძლიერების გარეშე შეუძლებელია, სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ, რეგიონული ბიზნესების გაფართოებასა და გაძლიერებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას. დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის პროდუქტების და სერვისების ეფექტურად მიწოდების მიზნით პროექტი ითანამშრომლებს ბანკის არასაბანკო პროდუქტების განვითარებისა და ESG და მდგრადობის დეპარტამენტებთან. საბანკო პროდუქტების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია საწარმოების ეფექტური ფუნქციონირებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობა ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და გაზრდის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებსა და დასაქმებას“, - აღნიშნა რიჩარდ როუზმა, “რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის“ ხელმძღვანელმა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი