უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ოქტომბერი, 2025 17:37
font-size

საქართველოს ბანკსა და `Fruit Consulting“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ სექტორში ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ბანკმა, სამაცივრე მეურნეობების მიმართულებით საკონსულტაციო კომპანია „Fruit Consulting“-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის მიზანია ქვეყანაში აგრო ინდუსტრიის გაჯანსაღება და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მოეწყობა მასტერკლასები და დარგის ექსპერტები კონსულტირებას გაუწევენ საქართველოს ბანკის პარტნიორ ბიზნესებს. ეს კი ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, სამაცივრე მეურნეობების მოწყობებისა და მართვის მიმართულებით კომპეტენცია გაზარდონ.

ინფორმაციისთვის, Fruit Consulting 2015 წელს იტალიაში, სამხრეთ ტიროლში, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ვაშლის მწარმოებელ რეგიონში დაარსდა. კომპანიის დამფუძნებელ და მმართველ პარტნიორს, პატრიკ ტერზერს სამაცივრე და შესანახი ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და მართვაში 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. Fruit Consulting სპეციალიზებულია სამაცივრე მეურნეობების დაგეგმვის, ტექნიკურ ანალიზისა და პერსონალის გადამზადების მიმართულებით. კომპანია მრავალ ევროპულ ქვეყანაში მუშაობს. ადგილობრივი აგრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით კი, ახლახან ოფისი საქართველოშიც დააფუძნა.

„მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას საქართველოს ბანკთან, რომელიც მაღალი სტანდარტებით მუშაობს და რეალურად ზრუნავს პარტნიორ ბიზნესებსა და მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე. ჩვენი მიზანია, სამაცივრე მეურნეობების მიმართულებით მიმდინარე და მომავალი ინვესტიციები იყოს ტექნიკურად გამართული, ეფექტიანი და გრძელვადიანად წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები სწორად დაიგეგმოს და იმართოს კვალიფიციური ადამიანების მიერ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ცოდნის გაზიარებასა და გადამზადების პროგრამებს. ჩვენ გვინდა, ქართულ აგრარულ სექტორში მოვახდინოთ იმ საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრირება, რომელმაც შედეგიანად იმუშავა ევროპაში. საქართველოს ბანკის ჩართულობა ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს, რომ ერთის მხრივ, ეს პროექტები არა მხოლოდ წარმატებული, არამედ მდგრადი გახდეს, რაც დამატებით ღირებულებას შეუქმნის მთლიან სექტორს, მეორეს მხრივ კი - ქვეყანაში აგრო სექტორი უფრო სტაბილურად და კონკურენტუნარიანად განვითარდეს“, - განაცხადა „Fruit Consulting”- ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, პატრიკ ტერზერმა.

„საქართველოს ბანკი ბიზნესებს ყოველთვის მთლიან ღირებულებათა ჯაჭვის კონტექსტში განიხილავს. ბანკის მიერ მხარდაჭერილი მრავალწლოვანი კულტურების პროექტები დაახლოებით 10 000 ჰექტარს მოიცავს, სადაც ძირითადად პირველადი წარმოებაა წარმოდგენილი. მეტი ღირებულების შესაქმნელად ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ მოსავლის აღების შემდგომი პროცესები და ხელი შევუწყოთ გადამამუშავებელი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებას. „Fruit Consulting“-თან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. ეს არის იტალიური კომპანია, რომელიც მრავალი წელია ევროპის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. მიმაჩნია, რომ მათი ცოდნისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული პროდუქციის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მასტერკლასებსა და ქონსალთინგ სესიების ჩატარებას ვგეგმავთ, რაც ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, გაზარდონ კომპეტენცია და უფრო ეფექტიანად განავითარონ ბიზნესი”, - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი