უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ნოემბერი, 2025 15:40
font-size

საქართველოს ბანკმა სტუდენტების ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგი ჩაატარა

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და მშობლების ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამჯერად, ბანკის ორგანიზებით, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვაზე, ფინანსურ მიზნებზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინვესტიციებზე და გონივრულ გადაწყვეტილებებზე ტრენინგი გაიმართა, რომელსიც მონაწილეობის 50- მდე სტუდენტმა მიიღო.

ტრენინგს უძღვებოდნენ „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის" თანადამფუძნებელი და ეკონომისტი - ბაქარ ბარათაშვილი და ანა ქათამაძე - სკოლის პედაგოგი და ტრენერი.

სტუდენტებს, მიუხედავად მათი ფაკულტეტისა თუ კურსისა, შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ საბაზისო და პრაქტიკული ინფორმაცია ფინანსურ რჩევებთნ დაკავშირებით.

„სესიაზე დეტალურად განვიხილეთ თემები, რომლებიც პირადი ფინანსების მართვის საწყის ნაბიჯებს ქმნის. მაგალითად: როგორ ფუნქციონირებს ბაზარი და რა როლი აქვს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს; როგორ ხდება ბიუჯეტის შედგენა და რესურსების სწორი გადანაწილება; რა განსხვავებაა სურვილებსა და საჭიროებებს შორის და რატომ არის ეს ცოდნა პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის საფუძველი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც ხშირად გაუცნობიერებლად გვაღებინებენ ფინანსურ გადაწყვეტილებებს - იმპულსურ ხარჯვას, რისკებისადმი დამოკიდებულებას. გარდა ამისა, შევეხეთ ინვესტირების საწყის პრინციპებსაც: რატომ იწყება ყველაფერი გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრით და რა არის რისკისა და სარგებლის ბალანსი“,- აღნიშნა ბაქარ ბარათაშვილმა, „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის" თანადამფუძნებელმა.

„მოხარულები ვართ, რომ ტრენინგზე სტუდენტების აქტიური ჩართულობა და ინტერესი გამოიხატა არაერთი შეკითხვით, დისკუსიითა და პრაქტიკულ მაგალითებზე მუშაობით - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდებში ფინანსური განათლების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების საჭიროება და მოტივაცია საკმაოდ მზარდია“,- აღნიშნა ანა ქათამაძემ, სკოლის პედაგოგმა და ტრენერმა.

„ჩვენთვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, განათლების და განსაკუთრებით, ფინანსური განათლების მხარდაჭერა, ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. გვინდა, სტუდენტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ფინანსური განათლების მიღებაში და მათთვის ისეთი ტრენინგების ჩატარებაში, რომელიც სტუდენტების საჭიროებებზე, ინტერესებზე და სპეციფიკაზე იქნება მორგებული. ვფიქრობთ, ფინანსური ცოდნა აუცილებელია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა არის სტუდენტის ძირითადი ფაკულტეტი თუ მიმართულება“,- აცხადებს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, ამ ტიპის შეხვედრები როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სხვა აუდიტორიისთვის კვლავ ჩატარდება. თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს ან ეწვიეთ საქართველოს ბანკი - გზა სულ არის, არ გაჩერდე.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი