უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2025 17:32
font-size

საქართველოს ბანკმა პრემიუმ ბიზნეს მომსახურება – SOLO Business წარადგინა

საქართველოს ბანკმა, როგორც ფინანსური სექტორის ინოვატორმა, ახალი მომსახურება – SOLO Business – წარადგინა.

SOLO Business საქართველოს ბანკის პრემიუმ კლასის მომსახურებაა, რომელიც სპეციალურად, საშუალო ზომის ბიზნესებისთვის შეიქმნა. იგი აერთიანებს როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სერვისებს, რაც ბიზნესის მარტივ და ოპტიმალურ მართვას უწყობს ხელს.

SOLO Business-ის ძირითადი კომპონენტებია:

  1. SOLO Business Lounge – ერთ სივრცეში სრულფასოვან საბანკო მომსახურებას როგორც ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების მართვისთვის.
  2. პერსონალური ბიზნეს ბანკირი – ფინანსური ექსპერტი, რომელიც ბიზნესს კონკრეტული სპეციფიკისა და საჭიროებების მიხედვით სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
  3. ბიზნეს კონსიერჟი – ასისტენტი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო პროცესებს მართავს, მათ შორისაა ღონისძიებების, მივლინებების დაგეგმვა, დოკუმენტაციის თარგმნა და ბიზნეს ღონისძიებების მართვა.
  4. SOLO Business Lifestyle – აქ ერთიანდება ექსკლუზიური ბიზნეს შეხვედრები, პარტნიორული შეთავაზებები და სხვა უპირატესობები, რომლებიც ბიზნესის ახალ საფეხურზე გადაყვანას უწყობს ხელს.
  5. Galt & Taggart-ის კვლევები და ანალიტიკა – წვდომა სექტორულ კვლევებზე, ანალიტიკასა და ბაზრის შეფასებებზე, რაც ბიზნესს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებას უწევს.

საწყის ეტაპზე, მომსახურება ბათუმში, უახლესი დიზაინის და კონცეფციის SOLO ლაუნჯშია ხელმისაწვდომი, რომელიც პ. მელიქიშვილის 5/7 და რუსთაველის 43-ის კვეთაზე მდებარობს. ახალ ლაუნჯზე SOLO-ს გუნდმა იტალიურ სააგენტო DINN!-თან ერთად იმუშავა.

“SOLO Business-ის შექმნა გარდამტეხი ეტაპია საქართველოში ბიზნეს მომსახურების სტანდარტების ამაღლების თვალსაზრისით. ამ სიახლით, ჩვენ ვაერთიანებთ მაღალი დონის საბანკო პროდუქტებს, პერსონალურ საბანკო მომსახურებას, ბიზნეს ასისტენტის მხარდაჭერას, ექსკლუზიურ შეთავაზებებს და სხვა არაერთ უპირატესობას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბიზნესში წარმატებისთვის საჭიროა დროული რეაგირება, ინფორმაციაზე წვდომა და სანდო პარტნიორის ყოლა, რომელიც ყოველდღიურ გამოწვევებს ეფექტიანი ინსტრუმენტებით უპასუხებს. სწორედ ამიტომ შევქმენით SOLO Business, რათა ბიზნესს მივცეთ თავისუფლება, ფოკუსირდნენ ზრდასა და ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე, ჩვენ კი მხარი დავუჭიროთ ფინანსური, ადმინისტრაციული თუ სტრატეგიული პროცესების მართვაში” - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

გაიგეთ მეტი SOLO Business-ის ახალი ვებგვერდიდან.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი