უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2025 12:29
font-size

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა.

ჯილდო ინოვაციურობის მიმართულებით მოიცავს ბანკის შესაძლებლობას, შექმნას და დანერგოს ისეთი ახალი ფინანსური პროდუქტები, სერვისები თუ პროცესები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ინოვაციებს მომხმარებლის გამოცდილების და ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით იყენებს.

“ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგია. ინოვაციურობა მხოლოდ ახალი ფუნქციონალების დამატებას არ მოიცავს – ეს გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებას იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეუფერხებელი, პერსონალიზებული და უსაფრთხო გამოცდილება მიიღოს. ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების ინტეგრაცია შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო სწრაფად ვუპასუხოთ ციფრული ეპოქის მზარდ საჭიროებებს. ამ გზაზე კი არ ვჩერდებით და მომხმარებლებს კიდევ არაერთ სიახლეს წარვუდგენთ”, - ამბობენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია აჯილდოებს. წლევანდელ დაჯილდოებაზე გამარჯვებულები შეირჩნენ Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურის მიერ, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა. შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: ინოვაციური სტრატეგიის მასშტაბი, მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების ხარისხი, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის სისწრაფე და ეფექტიანობა.

საქართველოს ბანკმა წელს Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესო მობილბანკის და საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოები მიიღო.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი