საზოგადოება
საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა
საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს პრაქტიკულ ინფორმაციას ბიზნესის საწყისების შესახებ და პოტენციური თუ ახალბედა მეწარმეებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს.
ახალი პლატფორმის მიზანია, ბიზნესის დაწყების პროცესი უფრო სტრუქტურირებული და ინფორმირებული გახდეს, შედეგად, ბიზნეს იდეა რეალურ, ხელშესახებ საქმიანობად იქცეს.
პლატფორმა შემდეგ ძირითად მიმართულებებს აერთიანებს:
- - ბიზნესის გზამკვლევი
- - რა არის სტარტაპი?
- - როგორ დავაგენერიროთ ბიზნეს იდეა?
- - ბიზნესის რეგისტრაცია
- - დაფინანსების მოძიება
- - ბიზნეს გეგმის დაწერა
- - ბრენდის გზამკვლევი
პლატფორმაზე საინფორმაციო მასალები შექმნილია მარტივი, პრაქტიკული ფორმით, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგონ, თუ რა მეთოდები და გზებია საჭირო კონკურენტუნარიანი ბიზნესის შესაქმნელად.
„საქართველოს ბანკი არაერთი წელია, ბიზნესისთვის საგანმანათლებლო ინიციატივებს აქტიურად ავითარებს. ახალი პლატფორმაც ამ ეკოსისტემის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც ცოდნასა და პრაქტიკას ერთმანეთთან აკავშირებს და პოტენციურ მეწარმეებს რეალური გამოცდილებისთვის ამზადებს. პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ ეხმარება ადამიანებს, გააანალიზონ საკუთარი იდეა, შეაფასონ რისკები და გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში მდგრად მეწარმეობას და გავაძლიეროთ ბიზნეს ეკოსისტემა ჯერ კიდევ იდეის ფორმირების ეტაპზე”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
გაიგეთ მეტი პლატფორმის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


