უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 მარტი, 2025 11:11
font-size

საქართველოს ბანკის წარმომადგენელი „Pronovea Digital Transformation & Innovation In BFSI” სამიტს დაესწრო

საქართველოს ბანკისთვის ტექნოლოგიური სფეროს განვითარება, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე ქვეყანაში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თანამედროვე მიდგომების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით, საქართველოს ბანკის ანალიტიკური პროდუქტების განვითარების სამსახურის უფროსი მარიამ ლელაშვილი ვენაში „Pronovea Digital Transformation & Innovation In BFSI” სამიტს დაესწრო.

ღონისძიება განკუთვნილი იყო საბანკო და სადაზღვევო სფეროს საშუალო და ტოპ მენეჯერებისთვის. ის სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში ნაცადი, საბანკო და სადაზღვევო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ ცოდნის გაზიარებას ისახავდა მიზნად. სპიკერებმა ისეთ თემებზე ისაუბრეს როგორიცაა: BFSI სექტორის სამომავლო ტრენდები, სამომავლო ტექნოლოგიური განვითარებები, AI ჩატბოტები და ვირტუალური ასისტენტები, ქლაუდ ტრანსფორმაცია, ინოვაციები გადახდების მიმართულებით, FinTech-ის სამომავლო განვითარება და სხვა.

საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა, მარიამ ლელაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ბანკის გუნდის მიერ შემუშავებული ანალიტიკური გუნდისა და პროექტების მართვის Customized მეთოდოლოგია გაუზიარა. აღნიშნული მიდგომა საერთაშორისო ბენჩმარკთან შედარებით, ანალიტიკური პროექტების წარმატების მაღალი მაჩვენებლის ქონის შესაძლებლობას იძლევა, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ყველა იმ კომპანიისთვის ვინც GenAI თუ კლასიკური ML პროექტების განხორციელებით არის დაინტერესებული.

„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის სახელით მონაწილეობა მიმეღო Pronovea - ს სამიტზე და საერთაშორისო აუდიტორიისთვის გამეცნო ის ინოვაციური მიდგომები და ტექნოლოგიები, რომელიც საქართველოს ბანკში წარმატებით დავნერგეთ. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთის მხრივ, გაძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება გაიზიარო, შეხვდე მათ წარმომადგენლებს. მეორეს მხრივ კი - ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები და ინოვაციები გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას. ზოგადად, ანალიტიკური პროექტებს ძალიან დაბალი წარმატების კოეფიციენტი აქვს, თუმცა, თუკი პროექტი სწორად იმართა ძალიან დიდი ღირებულება მოაქვს. ამიტომ მსგავსი პროექტების მართვასთან დაკავშირებული რჩევები ძალიან ღირებულია ყველა კომპანიისთვის, რომლისთვისაც დღევანდელი სწრაფად მზარდი AI შესაძლებლობებისთვის ფეხის აწყობა მნიშვნელოვანია. აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფინანსო სექტორში ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა თანამედროვე ბიზნეს გარემოში მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს. საქართველოს ბანკი კი მოწინავე პოზიციაზეა ამ მიმართულებით და ჩვენი გამოცდილება ძალიან ღირებულია სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სხვადასხვა ინოვაციურ მიდგომებზე მუშაობას და ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ანალიტიკური პროდუქტების განვითარების სამსახურის უფროსმა მარიამ ლელაშვილმა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი