უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 ივლისი, 2025 19:21
font-size

საქართველოს ბანკის საჩუქრების კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გრძელდება

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, თანამედროვე ციფრული ეკოსისტემის განვითარების და დამატებითი რესურსების გაზიარების გზით. სწორედ ამიტომ, 23 ივნისიდან საქართველოს ბანკმა დაიწყო საჩუქრების კამპანია, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს არაერთ ბენეფიტს სთავაზობს:

კამპანიის ფარგლებში ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ:

Mastercard ბიზნეს ბარათი საჩუქრად და ქეშბექი — კამპანიაში ჩართული ბიზნესები მიიღებენ Mastercard ბიზნეს ბარათს, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ (მაქსიმუმ 500 ლარამდე);

ბიზნეს ნაკრები M პაკეტი 3 თვის განმავლობაში სრულიად საკომისიოს გარეშე — ეს პაკეტი აერთიანებს ყველაზე მოთხოვნად საბანკო სერვისებს: გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ციფრული არხების — ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკის — მეშვეობით.

გადარიცხვები საკომისიოს გარეშე - ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი:

  • - გადარიცხვები ლარში (სახაზინოს ჩათვლით) — საკომისიოს გარეშე;
  • - უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები — საკომისიოს გარეშე.

ფულადი პრიზების გათამაშება — ყველა მომხმარებელი, რომელიც განახორციელებს მინიმუმ 50 ლარიან გადარიცხვას, ავტომატურად ერთვება გათამაშებაში, სადაც შეუძლია მიიღოს:

  • - 100 ლარი — ყოველი მე-1000 ტრანზაქციისთვის;
  • - 12 500 ლარი — ყოველი მე-10 000 ტრანზაქციისთვის.

გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • - იურიდიულ პირებს, რომლებსაც 23 ივნისამდე არ ჰქონიათ ანგარიში საქართველოს ბანკში და 30 სექტემბრამდე გახსნიან მას დისტანციურად;
  • - იურიდიულ პირებს, რომლებიც ბიზნესს (შპს ან ინდ. მეწარმე) დაარეგისტრირებენ საქართველოს ბანკის ფილიალში და იქვე გახსნიან ბიზნეს ანგარიშს;
  • - იურიდიულ პირებს, რომლებსაც 1 აპრილის შემდეგ არ გამოუყენებიათ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი.

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის დაწყების მსურველებს საქართველოს ბანკის ფილიალებშიც შეუძლიათ შპს-ს რეგისტრაცია ან ინდ. მეწარმის სტატუსის მიღება და ბიზნეს ანგარიშის ადგილზე გახსნა, რაც პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს.

„ჩვენი მიზანია, გავამარტივოთ ბიზნესებისთვის საბანკო ოპერაციებზე წვდომა და მათ ციფრული არხების გამოყენებისას რეალური სარგებელი შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, აღნიშნული კამპანიით მცირე და საშუალო ბიზნესს არაერთ ბენეფიტს ვთავაზობთ. ამავდროულად, ბანკის ფილიალებში ბიზნესის რეგისტრაციის შესაძლებლობა კიდევ ერთი ნაბიჯია მეწარმეობის ხელშეწყობისკენ და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით ინტერესი მზარდია“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კამპანიაში გათვალისწინებული ბენეფიტებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ბიზნეს მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდან.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი — გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ სულ რაღაც 2 წუთში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი