საზოგადოება
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თელავში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-13 ნაკადი გადამზადდება
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა რეგიონებში გრძელდება. პროექტი, რომლის მიზანი ქალი ლიდერების 360°-იანი მხარდაჭერაა, ამჯერად თელავში განხორციელდება. პროგრამა 5-7 ოქტომბერს სასტუმრო ესკიზში მეწარმეთა ახალ ნაკადს უმასპინძლებს. სამდღიან ინტენსიურ ვორკშოპებზე მონაწილეები ბიზნესის მართვისთვის საჭირო ინფორმაციას დარგის სხვადასხვა ექსპერტისგან მიიღებენ.
პროგრამა მიზნად ისახავს ქალ მეწარმეთა ცოდნისა და უნარების გაღრმავებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა ფინანსების მართვა, ციფრული მარკეტინგი, გაყიდვების სტრატეგიები, ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები და სხვა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ცოდნა, გაიფართოონ პროფესიული ქსელი და გაიზიარონ თანამედროვე ბიზნესპრაქტიკა.
“ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქალებს ცოდნაზე, რესურსებსა და ახალ შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა მისცეს. თელავში დაგეგმილი ვორკშოპი სწორედ ამ მიზნის გაგრძელებაა. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ, საკუთარი იდეები რეალობად აქციონ ან უკვე არსებული ბიზნესი კიდევ უფრო გააძლიერონ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს. პროგრამაში ასობით ქალმა მეწარმემ უკვე მიიღო მონაწილეობა.
5-7 ოქტომბრის ვორკშოპზე განაცხადების მიღება მალე დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


