საზოგადოება
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI აგენტებზე ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის ინფორმაციისა და პრაქტიკული რესურსების გაზიარებას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 24 დეკემბერს გაიმართება პრაქტიკული ვორქშოპი თემაზე - AI აგენტების გამოყენება ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის.
ვორქშოპს გაუძღვება ნათია ქუხილავა, Helio.AI-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი.
შეხვედრაზე მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ შეიძლება AI აგენტების დახმარებით ყოველდღიური სამუშაო პროცესების გამარტივება, დროისა და რესურსების ოპტიმიზაცია და კონკრეტული ბიზნეს ამოცანების ავტომატიზაცია.
შეხვედრა ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში — სპიკერი დამსწრეებთან ერთად AI აგენტსა და ავტომატიზაციის workflow-ს ადგილზე ააწყობს. ამასთანავე, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან შეკითხვები და განიხილონ საკუთარი ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები.
ღონისძიება 24 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალიში, ალ. ყაზბეგის ქ. №15-ში გაიმართება.
საქართველოს ბანკი ბიზნეს 360˚ პლატფორმის ფარგლებში საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. პლატფორმის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წვდომა აქვს ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ინფორმაციაზე - ბიზნესკურსების, რეგულარული ვორკშოპების, კვლევითი რესურსების და სხვა პროექტების გზით.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


