უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 თებერვალი, 2026 11:38
font-size

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის პარტნიორი, განაგრძობს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის პრაქტიკული ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას განაგრძობს.

ამჯერად, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 10 თებერვალს ვორკშოპი „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში გაიმართება, რომელსაც ნანა აბურჯანიძე, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია სოლუშენერის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება.

ვორქშოპის მიზანია, დაეხმაროს მეწარმე ქალებს თანამედროვე ბაზრისთვის შესაფერისი, პრაქტიკული მიდგომების დანერგვაში, რაც გაყიდვების ზრდასა და მომხმარებელთან ეფექტიან კომუნიკაციას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:

  • - გაყიდვების მთავარი გამოწვევები და დილემები დღეს, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე;
  • - როგორ შეიცვალა გაყიდვების თეორიები, სტრატეგიები და ტაქტიკები ბოლო წლებში;
  • - როგორ გაიზარდა მოთხოვნები გაყიდვების გუნდის კომპეტენციებსა და პროფესიულ უნარებზე;
  • - რა როლი აქვს სწორ და მიზნობრივ კომუნიკაციას გაყიდვების პროცესში;
  • - როგორ ტრანსფორმირდა B2C და B2B მომხმარებლის ქცევა.

ვორკშოპი ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, ლოკალური და გლობალური ბრენდების პრაქტიკული მაგალითების განხილვითა და სხვადასხვა ინდუსტრიის გამოცდილების გაზიარებით. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები საკუთარი ბიზნესის კონტექსტიდან და მიიღონ ახალი იდეები არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.

ღონისძიება 10 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15-ში გაიმართება.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

საქართველოს ბანკი, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას და ქმნის მრავალფეროვან კურსებს, ვორკშოპებს, კვლევებსა და სხვა საგანმანათლებლო რესურსებს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი