საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „როგორ ვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა ბიზნესში“ გაიმართება
საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის საინტერესო საკითხებზე ღონისძიებების ორგანიზებას. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 18 და 19 მარტს, 2-დღიანი ვორქშოპი ჩატარდება. ვორკშოპზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გაიგებენ, თუ როგორ შეუძლიათ კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. შეხვედრას გაუძღვება ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, დანიელ მათერი.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება და დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერთან ერთად განიხილონ შემდეგი საკითხები:
როგორ ამოიცნოთ საკუთარი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა;
როგორ დაარწმუნოთ მომხმარებელი პროდუქტების, მომსახურების სარგებლიანობაში;
რა სტრატეგიებს მიმართოთ საკუთარი განმასხვავებელი ნიშნის პოზიციონირებისთვის;
გარდა ამისა, გაიგებთ, თუ რას ეძებს თქვენი ბიზნესის სამიზნე სეგმენტი, რაშია თქვენი კომპანია განსაკუთრებით ძლიერი, რა უპირატესობები აქვთ კონკურენტებს და სხვა.
დანიელი მათერი ვორქშოფს ინგლისურ ენაზე ჩაატარებს, ხოლო მსურველებისთვის ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანი იქნება ხელმისაწვდომი.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს Business360.ge
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, კურსები, შეთავაზებები თუ სხვა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


