საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი Touch RGB გაიმართება
საქართველოს ბანკი განაგრძობს ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიის ხელშეწყობას. ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს პარტნიორობას Touch Platform-თან და კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალს უჭერს მხარს. ამჯერად, 24 აპრილს, ციფრული დიზაინის მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება და იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინდუსტრიის გამორჩეულ ლიდერებს უმასპინძლებს.
ფესტივალის მთავარი მიზანი ადგილობრივი და რეგიონის "დიზაინ ქომუნითის" მხარდაჭერაა, პროფესიული უნარების განვითარების, სანაცნობო წრის გაფართოებისა და მსოფლიო ბაზარისთვის მომზადების გზით.
ფესტივალი რამდენიმე საკითხის ირგვლივ გააერთიანებს სპიკერებსა და აუდიტორიას. ესენია
- UI/UX დიზაინი
- გენერირებული დიზაინი - (კრეატივი, AI, ახალი მედიები)
- Motion Design, 3D
- AR, VR, XR
აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს საინტერესო პრეზენტაციები, დაესწროს პანელურ დისკუსიებს, გაიღრმავოს ცოდნა და უნარები ვორკშოპებზე და გაიცნოს თანამოაზრეები.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები Netflix-დან, Discord-დან, Hanzo-დან და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიებიდან. სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://touch.ge/touმchrgb25
ფესტივალის ბილეთების შეძენას Early Bird ფასად შეძლებთ ვებგვერდიდან: https://touch.ge/touchrgb25
ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, Fabrika, Holy Motors, GIPA. ქომუნითი პარტნიორები არიან: Design Institute, Comm School, DAS, smart academy და ProductTank.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებ გვერდს.
ღონისძიებაზე მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერს ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


