უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 სექტემბერი, 2025 14:37
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში ტექნოლოგიური კონფერენცია AI Innovate 2025 გაიმართა

საქართველოს ბანკი AI ინოვაციების მხარდაჭერასა და ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია AI INNOVATE 2025 ჩატარდა. ღონისძიების მიზანი ხელოვნური ინტელექტის შესახებ არსებული გლობალური ტენდენციების, სტარტაპების გამოცდილებისა და ინოვაციური ხედვების გაზიარება იყო.

ღონისძიება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროფესიონალებისთვის გამორჩეულ პლატფორმად იქცა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსოფლიო მასშტაბით ცნობილმა ექსპერტებმა OpenAI-დან, კორნელის უნივერსიტეტიდან, SeedAI-დან, Armory Square Ventures-დან და სხვა.

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი OpenAI-ის ინჟინერის, კილან შულეს ჩართვა იყო, რომელმაც ყურადღება ხელოვნური ინტელექტის დანერგვისას ადამიანებზე მორგებულ მიდგომებზე გაამახვილა. მისი პრეზენტაცია ასევე შეეხებოდა თანამედროვე ორგანიზაციებში მონაცემების, ნდობისა და ინოვაციების თანაკვეთას.

ღონისძიებაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • - როგორ შექმნან AI სტარტაპებმა გრძელვადიანი უპირატესობა და დაცვითი სტრატეგიები ხელოვნური ინტელექტის სამყაროში;
  • - რაზე ამახვილებენ ყურადღებას VC კაპიტალის ინვესტორები AI სტარტაპების - შეფასებისას მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე;
  • - ვერტიკალური და ჰორიზონტალური AI აპლიკაციები — როგორ ცვლიან ისინი ბაზრის სტრუქტურას;
  • - წარმატებული AI დამფუძნებლების მახასიათებლები;
  • - როგორ უნდა იმოქმედონ AI სტარტაპებმა წარმატებით, ისეთ მსხვილ AI მოთამაშეებთან ერთად, როგორებიცაა OpenAI და Anthropic.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ იმ ეკოსისტემის განვითარებას, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს აერთიანებს. გვჯერა, რომ AI მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სტარტაპებსა და ბიზნესებს საქართველოში ახალი შესაძლებლობების შექმნასა და გლობალურ დონეზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება,“ — განაცხადეს საქართველოს ბანკში.

ღონისძიება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ბანკი ბიზნესის, კორნელის კომპიუტერული და ინფორმაციული მეცნიერებების კოლეჯის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი