უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 იანვარი, 2026 14:00
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა.

Artifact Apart Hotel თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს და 15 ინდივიდუალურ საცხოვრებელ აპარტამენტს აერთიანებს. აპარტამენტები სრულად არის აღჭურვილი საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს და კაფეს Maluli by Chocoart, სადაც სტუმრებს ხელნაკეთი შოკოლადისა და სხვადასხვა კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ.

“Artifact Apart Hotel-ის პროექტზე მუშაობის პროცესში ჩვენი ძირითადი მიზანი იყო სივრცის გარდაქმნა ისე, რომ შეგვენარჩუნებინა მისი ისტორიული იდენტობა და კავშირი წარსულთან. ჩვენი გუნდი აქტიურად იკვლევდა უბანს, რათა პროექტის არქიტექტურულ და სივრცით გადაწყვეტაში ისტორიული მემკვიდრეობა სწორად ასახულიყო. პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მის ფუნქციურ დაგეგმარებასა და ინტერიერის დიზაინში გამოყენებულ მასალებს, რაც ყოველდღიური გამოყენებისთვის ადაპტირებულ, კომფორტულ გარემოს ქმნის. Artifact Apart Hotel უკვე წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და აქტიურად ვმასპინძლობთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ვიზიტორებს. ჩვენი მიზანია მათ მაღალი ხარისხის მომსახურება მივაწოდოთ და სასიამოვნო გამოცდილება შევუქმნათ”, - განაცხადა ლიკა ჭუმბურიძემ, Artifact Apart Hotel - ის დირექტორმა.

„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი აპარტ-სასტუმრო გაიხსნა. გვჯერა, სასტუმრო მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ირაკლი კიკალიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი