უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 თებერვალი, 2026 14:26
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა გორში, სოფელ კვარხითში, სამაცივრე მეურნეობა ააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 1.5 მილიონი ლარია და ის სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა.

შპს პომ 2021 წელს დაარსდა. კომპანიამ 10 ჰექტარზე ჰოლანდიური ნერგებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ინტენსიური ვაშლის ბაღი გააშენა. 2023 წელს კომპანია შემნახველი მიმართულებით გაფართოვდა. 2025 წელს კი თანამედროვე სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დაასრულა.

ახალი სამაცივრე მეურნეობა 600 ტონა ვაშლის შესანახად არის გათვლილი, რაც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, პროდუქციის რეალიზება არა მხოლოდ მოსავლის აღების პერიოდში, არამედ ყველა სეზონზე მოახდინოს.

“შპს პომ ბაზარზე მაღალი ხარისხის პროდუქციით გამოირჩევა. 10 ჰა-ზე მოყვანილი ვაშლის რაოდენობა და ხარისხი იმ შედეგს იძლევა, რასაც ხშირად გაცილებით დიდ ფართობზე გაშენებული ბაღები ვერ უზრუნველყოფს. სამაცივრე მეურნეობა კი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში გვეხმარება. ის დამატებით შესაძლებლობას გვაძლევს პროდუქციის რეალიზება ნებისმიერ სეზონზე მოვახდინოთ. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, ვაშლის ბაღის გაშენებისას დავიწყეთ და მას შემდეგ ჩვენი სანდო ფინანსური პარტნიორია. სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. ეს გულისხმობს, როგორც ახალი ბაღების გაშენების, ისე დამატებითი სამაცივრე ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ წარმოების მოცულობა და კონკურენტუნარიანობა”, - განაცხადა შპს პომ-ის დირექტორმა, ლადო მეშველიანმა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი