უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 მაისი, 2025 15:11
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ კახეთში ნუშისა და ხეხილის ბაღები გააშენა

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ ნუშის და ხეხილის ბაღები გააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 6.5 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი ნუშისა და ხეხილის ნერგების შეძენას, დარგვას, სარწყავი სისტემის პროექტირებას, საჭირო ტექნიკის შეძენასა და ნაწილობრივ, მიმდინარე ხარჯების დაფარვას მოხმარდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთში, სოფელ ბოდბისხევში, 75 ჰექტარზე ნუშის, ხოლო სოფელ კარდენახში, 50 ჰექტარზე ხეხილის ბაღი გაშენდა. კომპანია სამომავლოდ ბაღების გაზრდას, ხეხილისთვის სამაცივრე მეურნეობის მოწყობასა და ნუშის გადასამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. კომპანიის გეგმებში ასევეა პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

საქართველოს ბანკისთვის რეგიონებში ბიზნესების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია “აგრომაცივართან” ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს რეგიონებში აგრო წარმოების განვითარებაში. ჩვენთან თანამშრომლობით კომპანიამ 40 ჰექტარზე უკვე გააშენა ვენახი ყვარელში. 35 ჰექტარზე კი სუპერინენსიური ბაღი გორში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კარდენახში 50 ჰექტარზე ხეხილის, ხოლო ბოდბისხევში 75 ჰექტარზე ნუშის ბაღები გაშენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები რეგიონებში მრავალწლიანი კულტურების მოყვანის და გაშენების პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი