უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ოქტომბერი, 2019 14:10
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge-ს საქართველომ პირველად უმასპინძლა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ NASA Space Apps Challenge Abastumani-ს უმასპინძლა.

18-20 ოქტომბერს გამართული ჰაკათონის მთავარი მიზანი იყო ისეთ ინოვაციურ თემებზე მუშაობა, რომელიც მიმართულია კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატიკის მოგვარებისკენ. მაგალითად, როგორიცაა გლობალური დათბობა და მისი მავნე შედეგები, ოკეანის გასუფთავება მავნე ნივთიერებებისა და ნაგვისგან, მთვარის მტვრის იდენტიფიცირება და მისი ნეგატიური გავლენის შემცირების მექანიზმები და ა.შ. ჰაკათონის ფარგლებში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში გამართული Space Apps Challenge-ის მონაწილეებს, საქართველოშიც ჰქონდათ ხუთი სამუშაო თემა: ოკეანეები, მთვარე, მზის სისტემის პლანეტები და ეგზოპლანეტები, გზა დედამიწიდან ვარსკვლავებისკენ, ცხოვრება ჩვენს სამყაროში. თემის არჩევის შემდეგ, მონაწილეებმა 48 საათის განმავლობაში იმუშავეს ისეთ პროექტებზე როგორიცაა: ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრა, ვიდეოთამაშის მოფიქრება კოსმოსური ნარჩენების შესაგროვებლად; ციფრული გლობუსის ვებაპლიკაციის შექმნა, რომელიც დედამიწის სამეცნიერო მონაცემების ვიზუალიზაციას NASA-ს Web WorldWind-ის გამოყენებით შეძლებს და სხვა.

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების განხორციელების მხარდაჭერა. განსაკუთრებით ისეთი ფორმატისა, რომელშიც გამორჩეულ და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით ინოვაციების ხელშეწყობა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად იმართება 200 სხვადასხვა ადგილას და 48 საათი მიმდინარეობს. ის ინოვაციათა ინკუბატორის პროგრამაა. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც შეუსრულდა 18 წელი და დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევებით, კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით. პირველ და მეორე ადგილზე გასულ პროექტებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. გამარჯვებულია გუნდი Algien პროექტით- Nature at work, რომელიც ორიენტირებულია წყლის რესურსების მართვისა და რისკების შემცირების სფეროში მწვანე ინფრასტრუქტურის რთული ამოცანების გადაჭრაზე. ასევე, გუნდი Baby Shark პროექტით- Ship chain- რომელიც ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრას ემსახურება. NASA Space Apps Challenge ჰაკათონის საუკეთესო პროექტებს Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარადგენენ.

NS

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი